- Advertisement -

კოვზანაძე: 2018 წლის ბიუჯეტი მაკრო ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული პროექტია

308

"2018 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული, მაკრო ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონია"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა.

კოვზანაძის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული 3 პროცენტიანი დეფიციტი არსებობს, რაც ბოლო პერიოდში პრაქტიკულად არ არსებობდა.

"ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ხარჯების ასიგნებები 12 მილიარდ 400 მილიონი ლარი იქნება და პრაქტიკულად, მომავალ წელს 740 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე წელს ვხარჯავთ. მათ შორის, მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილია იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული და ბიზნეს პროექტები გავახორციელოთ. მათ შორის დამაკავშირებელი პროექტები, საერთაშორისო მაგისტრალები და ის პროექტები, რაც მეზობელ ქვეყნებს შავი ზღვის პირეთთან აკავშირებს. ეს უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რაც საქართველოს საერთაშორისო მისიას აკავშირებს“–განაცხადა კოვზანაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტი იმით გამოირჩევა, რომ ერთი მხრივ, სოციალურად ორიენტირებულია და მეორე მხრივ, დამატებით სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს.
 

Comments
Loading...