- Advertisement -

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება

477

 ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად მუშაობს, რომ საქართველოში UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად პირველად მაჭახელას, მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები ასევე, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები გამოცხადდეს.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობა, 2017 წლიდან ახორციელებენ. პროექტი გერმანიის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროსა და WWF-ის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის მნიშვნელობაზე დაინტერესებულ მხარეებთან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით მარკოზაშვილმა ისაუბრა. შეხვერდა „წინასწარი შეფასება კოლხეთი ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების მიზნით“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", – ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...