- Advertisement -

კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

15

ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ყანჩელის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

მათი ცნობით, ბოლო პერიოდში კომპოზიტორს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

გია ყანჩელი 1935 წლის  ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

იგი ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. მის კალამს ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).

მას მიღებული აქვს ჯილდოები:

1995 – ღირსების ორდენი

1988 – საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
1987 – პრიზი “ნიკა”, კინომუსიკისათვის
1981 – საქართველოს სახელმწიფო პრემია
1981 – საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი
1981 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
1977 – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია
2008 – ვოლფის პრემია ხელოვნებაში
საქართველოს სახალხო არტისტი

Comments
Loading...