- Advertisement -

კონგოში დატყვევებული მფრინავის მხარდამჭერი აქციის მონაწილე დააკავეს

447

თბილისში საქართველოს საქაგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ კონგოში დატყვევებული ქართველის სოსო ოსურაულის მხარდამჭერ აქციაზე ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კონგოში დატყვევებულის დროულად გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციაზე ასევე იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გია ბარამიძე, რომლის გამოჩენამაც ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან და იმ შემთვევაში თუ მათი მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ისინი პროტესტის სხვადასხვა ზომების მიღებით იმუქრებიან.

ადგილზე შეკრებლები არიან სოსო ოსორაულის მეუღლე, შვილები და მისი მეგობრები, ასევე ადგილობრივები. 

Comments
Loading...