"საქართველოსთვის სასიხარულო ამბავია, რომ მას ბევრი მეგობარი ჰყავს აშშ-ის კონგრესში,-განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ, რომელიც სიტყვით გამოვიდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე
"არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების 25 წლიან მეგობრობასა და ურთიერთობას, ასევე მნიშვნელოვანი აღნიშვნის ღირსია საქართველოს დემოკრატია, ქვეყანა კვლავ განვითარების გზაზეა და მაგალითია მისი მეზობელი სახელმწიფოებისთვის“- განაცხადა კონოლიმ.
საკუთარ გამოსვლაში კონგრესმენმა ხაზი გაუსვა ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.
„საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვეწვიე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასამბლეა ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში, გაიმართა. ეს იყო გზავნილი თუ რამდენად ვაფასებთ ჩვენ – ნატოს წევრი ქვეყნები, საქართველოსთან ურთიერთობას და რომ ნატო საქართველოს ერთგული რჩება”-აღნიშნა კონგრესმენმა.
საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით წარმომადგენლობით პალატაში გამართული ღონისძიების ინიციატორი იყო საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე თედ პო. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე კონგრესმენი კონელის გარდა, სიტყვით წარსდგნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ტედ პო და აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე.