- Advertisement -

კონსერვატორია “ფაზისის” სოლოკონცერტს უმასპინძლებს

480

2017 წლის 11 ივნისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება ანსამბლ ,,ფაზისის" სოლოკონცერტი. ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. 

1976 წელს, ლევან ღვინჯილიას ინიციატივით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსდა ანსამბლი ,,ფაზისი" და უკვე 40 წელია იგი ქართული სამუსიკო ფოლკლორის დაცვის, აღორძინებისა და პოპულარიზაციის საპატიო საქმეს ემსახურება.

თავდაპირველად ანსამბლს დიდი მაესტრო რობერტ გოგოლაშვილი ხელმძღვანელობდა. 1982 წლიდან დღემდე – ჯუმბერ ყოლბაია.
ანსამბლმა ,,ფაზისმა" გააგრძელა ქართული ხალხური სასიმღერო ტრადიციები, მოიძია და აღადგინა საკულტო და საყოფაცხოვრებო სიმღერები, საეკლესიო საგალობლები.

ანსამბლმა გამოსცა სამი გრამფირფიტა, ორი კომპაქტდისკი – ქართული სასიმღერო ფოლკლორის შედევრებით.
ფაზისი" მრავალი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატია.

დასაწყისი 19:00 საათზე

Comments
Loading...