- Advertisement -

კორძაია: პატრიარქის ასაკმა გაამწვავა სიტუაცია, ალბათ, არ აქვს ძალა ვითარების მოსაწესრიგებლად

11

“ჩვენ ვხედავთ რომ საპატრიარქოში სერიოზული პრობლემებია. უკვე, ეს ჭირი საკუთარ თავს ვერ მალავს, ეს არის ფაქტი…
საქმე იმაშია, რომ ახლა სიტუაციის გამწვავება პატრიარქის ასაკმა გამოიწვია, ეტყობა მას უკვე არც ძალა აქვს ისეთი, რომ შიგნით ვითარება მოაწესრიგოს და რა თქმა უნდა ყველა თავისი ინტერესებისთვის იბრძვის. მე უფრო მგონია, რომ ეს არის საპატრიარქოს შიდა დაპირისპირების გამოძახილი”,-ამბობს კორძაია.
ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და “ზოგიერთი ბიზნესმენი”, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.
The post კორძაია: პატრიარქის ასაკმა გაამწვავა სიტუაცია, ალბათ, არ აქვს ძალა ვითარების მოსაწესრიგებლად appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...