პრობლემას რთული რელიეფი და მეტეოროლოგიური პირობები ქმნის, ძლიერი ქარი სალიკვიდაციო სამუშაოებს აფერხებს.
სტიქიის ზონაში 500-ზე მეტი ადამიანი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებას, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე დაჭირდება. თელავის აეროპორტში მდებარე საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ხანძრის ადგილას ცეცხლის ღია კერები არ ფიქსირდება, არის მხოლოდ დაკვამლიანება და სამუშაოებში ავიაციის ჩართვა აუცილებლობას არ წარმოადგენს.