- Advertisement -

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: მოშიმშილე მოქალაქეს ნიკოლოზ ანთიძე შეხვდება

675

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოშიმშილე მოქალაქემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან თანადგომის პირობა უკვე მიიღო,-ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იუწყება. 

"გვიან ღამე, მოქალაქე ნუგზარ ბაქრაძეს სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ტელეფონით ესაუბრა და შეხვედრაზე შეუთანხდა.
შეხვედრამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ავარიული სახლის ირგვლივ შექმნილი პრობლემის დეტალები უნდა გაარკვიოს და მოგვარების გზები დასახოს",-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბორჯომელი ეტლით მოსარგებლე ნუგზარ ბაქრაძე საპროტესტო აქციასა და მშრალ შიმშილობას იწყებს. როგორც მან "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, საქართველოს პრემიერმინისტრს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბორჯომში მის საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოუხსნან.

"მაქვს ექსპერტების დასკვნა, რომლებიც გარკვევით ამბობენ, რომ ეს სახლი არ წარმოადგენს არანაირ კულტურულ ღირებულებას, ეს არის ფსევდორუსული არქიტექტურა. როდის აქეთ გახდა რუსული არქიტექტურა ქართული კულტურის ძეგლი?სულ შიშის ქვეშ ვარ, სულ სასამართლოში მეძახიან",-ამბობს ნუგზარ ბაქარაძე.  

Comments
Loading...