იქნება თუ არა ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის აღდგენა შესაძლებელი, ეს დამოკიდებულია გაზაფხულზე – ამის შესახებ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რამდენი ჯიშის ხე-ცხოველი განადგურდა ხანძრისგან და რა ზარალი მიადგა საქართველოს ჯერ-ჯერობით უცნობია.
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იმ რეჟიმში ვართ, ვებრძვით ხანძარს. მნიშვნელოვანია დავასრულოთ ის სამუშაოები, რომელიც ხანძრის სრულ ლიკვიდაციას უკავშირდება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს გარემოსა და ბუნებრივის რესურსების დაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები დათვლას თუ რა ზარალზეა, რა ჯიშის ხეებზე და ცხოველების განადგურებაზეა საუბარი.
რაც შეეხება სოფელ დაბაში შესაძლებელი თუ არა ტყის აღდგენა, აქ პირველი დიდი ხანძის შემდეგ, რომელიც 2008 წელის აგვოსტოს ომის დროს მოხდა, ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები და ტყის აღდგენა შესაძლებელი გახდა. ამ კუთხით საკმოდ წარმატებით იმუშავა გარემოს დაცვის სამინსტრომ. იმედს ვიტოვებთ, რომ იქ ტყის ხელმწორედ გაშენება შესაძლებელი იქნება. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში დამოკიდებულია გაზაფხულზე. პირველი ბალახის ამოსვლის შემდეგ შემოწმდება ნიადაგი და უფრო დაზუსტებული პასუხი გვექნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.