- Advertisement -

კუჭავა: გამიჭირდება ვთქვა, თაბორის მთაზე ივანიშვილის გარდა სხვა ვინ ჩადებდა ინვესტიციას

396

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ფიქრობს, რომ თაბორის მთაზე "პანორამას" პროექტისთვის ინვესტიციას ბიძინა ივანიშვილის გარდა არცერთი ინვესტორი არ განახორციელებდა.

"თაბორის მთაზე განხორციელებული პროექტიზე არსებობს ყველანაირი გეოგლოგიური დასკვნები და პროეტო ხორციელდება ყველა სტანდარტოის შესაბამისად, რასაც მსგავსი მოცულობის პროექტი საჭიროებს.

თაბორის მთაზე ძალიან მალე ვიხილავთ წარმოუდგენელი მასშტაბის პროექტს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა თბილისელისთვის და არამხოლოდ თბილისელებისთვის.

თბილისისთვის თაბორის მთაზე განხორციელებულიპროექტი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი იქნება თავისი მოცულობით და მნიშვნელობიდან გამომდინარე.

ის ფაქტორი, რომ თანაინვესტირების ფონდი ასოცირებულია ბიძინა ივანიშვილთან, წარმოადგენს ერთადერთ საფუძველს ოპონენტებმა სპეკულირება მოახდინონ წინასაარჩევნოდ, მაქსიმალურად იყვირონ, დაიწერონ ქულები და შეეცადონ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში და გამიჭირდება დავასახელო ისეთი ადამიანი, რომელიც მსგავს ინვესტიციას განახორციელებდა ასეთი მასშტაბური პროექტისთვის", – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულომ 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს, სადაც პარკინგი უნდა აშენდეს და ასევე, ბოტანიკურის ბაღის მიმდებარედ 5000 კვ. მეტრზე თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთს, სადაც პროექტ „პანორამას“ განხორციელება იგეგმება ფუნქციური სტატუსი შეუცვალა.

Comments
Loading...