"ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად, ნიამორი გამოჩნდა", – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების საგენტო ავრცელებს.
ცხოველი ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტო-მახემ დააფიქსირა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო მახეები CNF-ის (CNF – Caucasus Nature Fund) მხარდაჭერით ჯიხვის აღრიცხვისთვის დაყენდა.
პროექტს დაცული ტერიტორიების სააგენტო NACRES-თან (NACRES/ნაკრესი) ერთად ახორციელებს. ნიამორი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველია.