ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა.
ქვეყნის მასშტაბით კი ეს მაჩვემებელი 35%- ია. ლაგოდეხის რაიონში დაცულ ტერიტორიებს ტურისტები ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან სტუმრობენ. გამოკითხვებით გაირკვა, რომ ქართველებს რეკრეაციული ზოლი, უცხოელებს კი მოგზაურობა ველურ ბუნებაში და ლაშქრობა იზიდავთ.
ლაგოდეხში სამი საინფორმაციო ცენტრი მოქმედებს, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაცული ტერიტორიის და მისი ღირშესანიშნაობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიიღონ.