ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ხიზის და ქვემო გურგენიანის გაზიფიცირება იგეგმება,- ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ამასთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ადგილობრივ მოსახლებას შეხვდა და საქართველოს მთავრობის განკარგულება – მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან დაკავშირებით პირადად გააცნო.
გამგებლის თქმით, მომავალ წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით 6 სოფელში განხორციელდება.
2014 წლიდან დღემდე ლაგოდეხის 34 სოფლის გაზიფიცირება მოხდა.