- Advertisement -

ლატვიის დედაქალაქში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნა

542

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სკვერი რიგის ცენტრალური პროსპექტის „ბრივიბას გატვეს“ ერთ-ერთ მონაკვეთზე მოეწყობა. სკვერის გახსნა ორი დედაქალქის დამეგობრების 10 წლისთავს მიეძღვნა. საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია, საელჩოს, ლატვიის კულტურის სფეროსა და რიგის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სიმბოლურად ვაზისა და ცაცხვის ნერგები დარგეს.

რიგის მერიის განცხადებით თბილისის სკვერის საბოლოო მოწყობა-მოპირკეთება წლის ბოლომდე დასრულდება. ასევე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო დაფა ქართულ და ლატვიურ ენებზე. ანალოგიური სკვერის გაკეთება თბილისშიც არის დაგეგმილი.

სკვერის გახსნა თბილისისა და რიგის მერიებისა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.​

Comments
Loading...