ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტითან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მიულოცა და განაცხადა, რომ ამ ფაქტს პოზიტიური გავლენა ექნება საქართველოსა და ლატვიის ურთიერთობაზე.
რაიმონდ ვეიონისი რუსეთის ქმედებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. არასდროს იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ე.წ არჩევნები და რეფერენდუმი.
"გვჯერა, თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველო როგორც ნატოსთვის ასევე ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია. ლატვია მხარს უჭერდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობას. ყოველთვის მხარს დავუჭერთ, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. საქართველო მაგალითია სხვა ასპირანტი სახელმწიფოებისთვის ერთგულებითა და შრომით. ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. არასდროს იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ე.წ არჩევნები და რეფერენდუმი",- განაცხადა რაიმონდ ვეიონისმა.