- Advertisement -

ლაშა გოგია: ზუგდიდში გარევაჭრობა აიკრძალება

315

ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას განცხადებით, ქალაქში გარევაჭრობა აიკრძალება. მისივე განმარტებით, გარემოვაჭრეებისთვის ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე,დაახლოებით, სამასი ადგილია, რომლითაც მათ სარგებლობა შეუძლიათ.

''გარემოვაჭრეების ნაწილს აქვს კიდეც იქ ფართები. პირველი სამი თვის განმავლობაში უფასოდ ივაჭრებენ, შემდეგ კი ისეთივე ტარიფებით ისარგებლებენ, როგორც სხვები. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაფრთხილებთ მათ და ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის ზომებს. პრობლემა მოლაპარაკების გზით მოგვარდება'', – აღნიშნა გოგიამ.

Comments
Loading...