- Advertisement -

ლაშა თორდია: იმედია, საქმე გადაკვალიფიცირდება მას შემდეგ, რაც დამკითხავენ

551

აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას განცხადებით, მის ცემასთან დაკავშირებით საქმეს მომავალში სავარაუდოდ კვალიფიკაცია შეეცვლება. ამის შესახებ მან გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" მას შემდეგ განაცხადა, რაც წამყვანმა აღნიშნა, რომ გამოძიება მსუბუქი მუხლით, კერძოდ 126-ე მუხლით დაიწყო, მაშინ როცა 325 მუხლი გულისხმობს პოლიტიკურ თანამდებობის პირზე თავდასხმას პირის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რაც გაცილებით მძიმე მუხლია.  

"ალბათ მომავალში კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს, ვინაიდან მე დაკითხული არ ვარ პოლიციის მიერ, ვაკეთებ ამ განცხადებას, რომ არანაირი სხვა გადაკვეთის წერტილი მე ფარცხალაძესთან არ მაქვს, ეს არის წმინდა სამსახურეობრივ სამუშაოსთან დაკავშირებული პრეცენდენტი, რომელიც ძალიან ხშირი არ არის, მე დიდი ხანია არ გამიგია, რომ მოქმედი თანამდებობის პირზე ასეთი ძალადობი ფაქტი განხორციელებულიყოს, შესაბამისად, ალბათ გადაკვალიფიცირდება.

წესით ასე უნდა მოხდეს, ალბათ, ეს ბუნებრივი პროცესია მგონი. იმედი მაქვს გადაკვალიფიცირდება მას შემდეგ, რაც დამკითხავენ გამომძიებლები, ვნახოთ",-განაცხადა ლაშა თორდიამ. 

მისივე თქმით, დაკითხვის უფლებას ჯერ-ჯერობით ექიმები არ რთავენ, რადგან ინტერვიუების მიცემის გამო სიარული მოუწია და  ახლა წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული.  

Comments
Loading...