- Advertisement -

ლაშა თორდია: უწყებებში დანამატების დანიშვნა დაუსაბუთებლად, ერთი წლით ადრე ხდება

443

"ცალსახად მინდა განვმარტო, რომ აუდიტის სამსახური არ ეწინააღმდეგება საჯარო მოხელეებისთვის ბონუსის სისტემის არსებობას. პრემიის ან დანამატის გაცემას. ჩვენ ვეწინააღმდგებით პრინციპს,"- ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ, პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უწყებებში დანამატის დანიშვნა წინასწარ ერთი წლით ადრე ხდება, რაც არასწორია.

"მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობამ 2014 წელს მიიღო დადგენილება და შეზღუდა პრემიის გაცემის ზღვრები, დააწესა 3- თვიანი ვადა, რომ სამ თვეში ერთხელ გაიცეს. მაგრამ, როდესაც ჩვენ დავინახეთ, დაიკლო პრემიის მუხლმა და ასიგნებებმა, იმატა დანამატმა. თუმცა, დანამატიც არის ბონუსური სისტემის ნაწილი. დანამატის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულ ზეგანაკვეთური შრომის შედეგად.

ჩვენ ვხედავთ, რომ წინასწარ ერთი წლით ადრე, როდესაც უწყების ხელმძღვანელები უნიშნავენ დანამატს თანამშრომელბს, ეს მიგვაჩნია არასწორ პრაქტიკად და ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ან ხელფასის ნაწილში აისახოს ის თანხები, ან მოხდეს დასაბუთება თუ რის გამო გაიცემა ეს დანამატები. რა ზეგანაკვეთური შრომის საფუძველზე. წინასწარ არ შეიძლება უწყების ხელმძღვანელმა განსაზღვროს ვინ უფრო მეტს ან ნაკლებს მუშაობს.

ჩვენ ვეწინააღმდგებით ასე ვთქვათ სისტემას, რა სისტემითაც უდგებიან,"-განაცხადა ლაშა თორდიამ.

Comments
Loading...