- Advertisement -

ლევან აბაშიძე: სინოდმა აჩვენა რომ არის რაღაცეები, რისი მოთმენაც უკვე შეუძლებელია

23

“ძალიან ხშირად გვესმოდა მკვეთრი განცხადებები, სამღვდელოების მხრიდან და ეს ყველაფერი მათ ეპატიებოდათ. რეაქცია ამას არ მოყვებოდა. ჩემი აზრით, რაღაც სინდრომი გაჩნდა-დაუსჯელობის სინდრომი. ახლა, გამოავლინა სინოდმა არის რაღაც, რისი მოთმენაც შეუძლებელია. ეს ჩვენ დავინახეთ მეუფე პეტრესთან დაკავშირებითაც და ასევე ის მკაცრი გაფრთხილება და გადადგომა ქორესპიკოპოსობიდან რომელიც მეუფე იაკობს ეხება”,-ამბობს ლევან აბაშიძე.
ცნობისთვის, საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის მეუფე პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს.
გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა.
სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ რეზიდენტთან უშუამდგომლებს.
The post ლევან აბაშიძე: სინოდმა აჩვენა რომ არის რაღაცეები, რისი მოთმენაც უკვე შეუძლებელია appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...