- Advertisement -

ლევან გოგიჩაიშვილი: ამბროლაურის მერის იმპიჩმენტს დავაყენებდი

16

“აზარტული თამაშების საწინააღმდეგო კამპანიის სიმბოლო ამბროლაურის მერია, რომელმაც ერთ-ერთი კამპანიის გათამაშებაში ძვირადღირებული ავტომობილი მოიგო”.
„წარმოუდგენელია, რომ მერი იგებს „პორშეს“ და უხარია. ან ხელისუფლება იზიარებს იმ ოჯახების პრობლემებს, ხშირ შემთხვევაში ტრაგედიებს და არის თანაზიარი და იღებს აღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომ ეს პრობლემა დროთა განმავლობაში მოგვარდეს. ან ხდება ამბროლაურის მერის სიხარულის თანაზიარი და ტოვებს იმ სტატუს-კვოს, რაც არის კანონმდებლობაში. მე მაგალითად, ამ ადამიანის იმპიჩმენტს დავაყენებდი, რადგან ქალაქის მერი არ უნდა იყოს მაგალითი ახალგაზრდებისთვის, რომელიც იგებს „პორშეს“ პირდაპირ ეთერში. ეს არის სირცხვილი. შეიძლება იყოს კანონიერი, მაგრამ ეს დიდი უზნეობაა. არ არის მორალური სტანდარტი, რომელსაც საჯარო მოხელეები უნდა ამკვიდრებდნენ. არ უნდა თამაშობდნენ საჯარო მოხელეები”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
აღნიშნული ფაქტი დამოუკიდებელმა დეპუტატმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც გააპროტესტა.
“მინდა, ამბროლაურის მერს მივულოცო “პორშეს” მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. სირცხვილია! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე. სანამ ეს სივრცე-ინდუსტრია არსებობს, ასეთი სამარცხვინო რაღაცეები მოხდება ჩვენს ქვეყანაში”განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა​ და პროტესტის ნიშნად პლენარული სხდომა დატოვა.
The post ლევან გოგიჩაიშვილი: ამბროლაურის მერის იმპიჩმენტს დავაყენებდი appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...