- Advertisement -

ლევან გოგიჩაიშვილი: მერაბიშვილის დილა იწყებოდა ფიქრით, რა გაეფუჭებინა

342

"ვანო მერაბიშვილის დილა იწყებოდა ფიქრით, რა გაეფუჭებინა და ღამე მთავრდებოდა სისხლიანი ხელებით"-აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგოჩაიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით ასეთი იყო მისი ყოველი სამუაო დღე.

"ამ ადამინას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი არ გამოვრციხავ, სხვა ბრალიც წაუყენონ"–ამბობს გოგიჩაიშვილი.

მისი განცხადებით, ვანო მერაბიშვილი ქვეყნის მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერის წინაშე.

„მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ არის. სტრასბურგის გადაწყვეტილება არანაირად ზეგავლენას არ მოახდენს იმ სასჯელის დინებაზე, რომელიც აქვს ვანო მერაბიშვილს შეფარდებული, ასევე იმ ბრალდებაზე, რომლიც არის მის მიმართ. მომავალშიც ალბათ მოხდება სხვა საქმეების წარდგენა, რადგან სულ მუშაობს გამოძიება იმ დანაშაულებების შესახებ, რასაც აკეთებდა იმ წლების განმავლობაში. შესაბამისად, სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც ცალსახად არის ნათქვამი, რომ მისი დაკავება და წინასწარ პატიმრობაში მიცემა იყო კანონიერი და საერთოდ არ მოიცავდა იმ მოტივაციას, რომ ჩამოეშორებინათ პოლიტიკური საქმიანობიდან, ეს არის შავით თეთრზე დაწერილი დოკუმენტში და შესაბამისად, რაც არ უნდა ისაუბრონ მისმა მხარდამჭერებმა, ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერის წინაშე. შესაბამისად, ვინ არ უნდა განაცხადოს და დაწეროს ტვიტერზე ვანო მერაბიშვილა რის თუ არა პოლიტ პატიმარი, ეს გავლენას ვერ მოახდენს მის საჯელზე საქართველოში“–განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

Comments
Loading...