- Advertisement -

ლევან გოგიჩაიშვილი უმცირესობას: 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა შავი დღე გაგითენათ!

518

"ბიძინა ივანიშვილმა 1-ელ ოქტომბერს გაგითენათ შავი დღე, რომელიც არასდროს დამთავრდება",- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა უმცირესობის წარმომადგენლებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

"ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი თითოეული ოპონენტის გამოსვლაში ძირითადი საკითხი ეხებოდა ერთ ადამიანს. ამ ადამიანის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი. გვესმის, რომ ამ ადამიანმა თქვენ 1-ელ ოქტომბერს გაგითენათ შავი დღე, რომელიც არ მთავრდება და არ დამთავრდება არასდროს ამ ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად შექმნა მომავალი, გააჩინა მომავლის პერსპექტივა და ასე იქნება სულ. თქვენი შავი დღე არასდროს დამტავრდება",- მიმართა გოგიჩაიშვილმა უმცირესობას. 

Comments
Loading...