- Advertisement -

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

253

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ.

დღეს ლევანმა შეხვედრის დასაწყისშივე მოახერხა და მეტოქის მავაშიში ჩასჭიდა მარცხენა ხელი, დგომი მოხერხებულად დაიკავა და "ტანმორჩილ" დაიეშოს არ მისცა საშუალება იგივე მოემოქმედა. მცირე ხანში მან მეორე ხელიც ჩააცურა ქვემოდ მავაშისკენ და "მოიგდო" იგი მარჯვენაში, შემდეგ კი… შემდეგ ლევანმა ასწია დაიეშო ჰაერში და ციმ-ციმ გააქანა იგი დოჰიოს კიდისკენ!

Comments
Loading...