- Advertisement -

ლევან დავითაშვილი: პოლიტიკურად თუ შევხედავთ, სააკაშვილი გაკოტრებული ფიგურაა

395

„პოლიტიკურად თუ შევხედავთ მიხეილ სააკშვილი გაკოტრებული პოლიტიკური ფიგურაა“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გადაცემის საკითხს, მისი თქმით, ეს იურიდიული დეტალია, რომელიც სამართალდამცავებმა უნდა მოაგვარონ.

„რაც შეეხება მისი გადმოცემის საკითხს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საკითხი ქართულ მხარეს ჯერ კიდევ 2014 წელს აქვს დასმული, შემდგომში კი 2015 წელს დამატებითი ინფორმაციაა წარდგენილი. დანარჩენზე კი უკრაინის სამართალდამცავებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, ამასაც კანონი განსაზღვრავს და იურიდიული ნორმების შესაბამისად იქნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

Comments
Loading...