- Advertisement -

ლევან ვარშალომიძე: ხალხი აიძულებს ივანიშვილს

0

„დღეს, საქართველოს პარლამენტში, კენჭისყრამდე, მართლაც არსებობდა ის ბოლო შანსი, რომ დემოკრატიული საქართველო გვქონოდა. ამის შემდეგ, საზოგადოება პარტიებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს. ის მონაპოვარი, რმელიც ხალხმა 20-21 ივნის შემდეგ მიიღო, უნდა უნდა დაბრუნდეს და შესრულდეს. უნდა ვაიძულოთ, ხალხი აიძულებს ივანიშვილს“,-აცხადებს ლევან ვარშალომიძე.
შეგახსენებთ: დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.
ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.
The post ლევან ვარშალომიძე: ხალხი აიძულებს ივანიშვილს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...