- Advertisement -

ლევან იზორია: აშშ-ს ავიადარტყმები სირიაში მოზომილი და პროპორციული იყო

484

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სირიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ სირიაში განხორციელებული ავიადარტყმები პროპორციული და წერტილოვანი. 

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული ავიადარტყმები სირიაში იყო მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ობიექტების განადგურებას, სადაც ინახებოდა ქიმიური იარაღი.

ამასთან, ყველა ეს ღონისძიება განხორციელდა ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან ყოფილიყო არიდებული ადამიანების სიცოცხლე და მსხვერპლი,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის მიერ სირიაში, ალ-შაირათის საჰაერო ბაზაზე გამთენიისას განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით.

დღეს დილით ამერიკულმა ხომალდებმა სირიის ტერიტორია საკრუიზო რაკეტებით დაბომბა. როგორც პენტაგონის წარმომადგენელი იუწყება, სირიის ავიაბაზა "შაირათის" ტერიტორიისაკენ 59 რაკეტა გაუშვეს. სირიის სახელმწიფო ტელემაუწყებლობამ დაადასტურა, რომ ავიაიერიშის ქვეშ მოყვა სირიის ავიაბაზა. გავრცელებულ ინფორმაციაში აგრეთვე საუბარია ამერიკის აგრესიაზე.

სირიის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს აშშ-ის მიერ სირიის ავიაბაზის მიმართულებით განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. მათი თქმით, აგრეთვე დიდია მატერიალური ზარალი.

Comments
Loading...