- Advertisement -

ლევან იზორია: ნატოს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩვენს კონტრიბუციას ვაძლიერებთ

475

ბრიუსელმა, ნატოს შტაბ-ბინაში მორიგ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა. ბელგიის სამეფოში მინისტერიალზე დასასწრებად იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან იზორიამ მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში დაგეგმილ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო, რომელიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა.

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიამ ყურადღებას საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს, როგორც ალიანსის სტრატეგიული და სანდო პარტნიორის, როლზე გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება და ინარჩუნებს ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში არსებულ კონტრიბუციას.

„870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე საერთაშორისო მისიის ფარგლებში ავღანეთში მსახურობს. ჩვენ იგივე რაოდენობით გავაგრძელებთ მომავალშიც ამ კონტრიბუციას, რათა ჩვენს პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოება საერთაშორისო დონეზე უზრუნველვყოთ. დღეს გლობალურ სამყაროში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს ნიშნავს და განსაკუთრებით ნატოს ეგიდით ამ ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას, ნატოსთან მეტ თავსებადობას“, – აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას. 

Comments
Loading...