- Advertisement -

ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება

344

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. 

ლევან იზორია საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოვა და გაერთიანებულ სამეფოსთან სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპელმენტაციაზე ისაუბრებს. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ კოლეგას მაიკლ ფელონს შეხვდება. 

''უორდროპის სტრატეგიული დიალოგი'' ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალურ ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში 24 ოქტომბერს დასრულდება.

Comments
Loading...