საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2008 წლის ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.
"ქედს ვიხრი ყველა ქართველი ჯარისკაცის წინაშე, რომელმაც უთანასწორო ომში გვიჩვენა, თუ როგორ უნდა ეროვნული ღირსების დაცვა, გვიჩვენა გმირობა, საკუთარი ქვეყნისთვის თუ როგორ უნდა გაწირო სიცოცხლე. მათ სახელებს საქართველო არასდროს დაივიწყებს. ჩვენი და მომავალი თაობების ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მისი სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის, ანუ იმ მიზნისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის გმირები შეეწირნენ", – განაცხადა ლევან იზორიამ.