- Advertisement -

ლევან იზორია: ხმა მივეცი თბილისის უკეთეს მომავალს

322

საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე შვილთან ერთად მივიდა. თავდაცვის მინისტრმა არჩევანი ვაკის მე-2 ოლქის, მე-2 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ლევან იზორიას განცხადებით, მან ხმა თბილისის უკეთეს მომავალს მისცა, რის შემდეგაც ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო თანამედროვე და მიმზიდველი ცენტრი გახდება რეგიონში.

დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 3 440 123-ია.

Comments
Loading...