- Advertisement -

ლევან იზორია: ჯაველინების სისტემის მთავარი დანიშნულება თავდაცვაა

359

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ანტისატანკო სისტემები, ჯაველინები უკვე საქართველოშია და ამ სისტემის მთავარი დანიშნულება თავდაცვაა.

"რაც შეეხება მის გამოყენებას, ჩვენ ახლო მომავალში ვგეგმავთ შესაბამისი წვრთნების ჩატარებას, რათა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაეუფლონ იმ უნარებს, რაც აუცილებელია ამ ტექნიკის გამოყენებისთვის.

ეს ახლო მომავალში მოხდება და ამისთვის ჩვენ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, აშშ-სთან ერთად უკვე ვმუშაობთ, რომ მათი ინსტრუქტორების დახმარებით ჩვენმა სამხედროებმა შეძლონ ტექნიკით სარგებლობა“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.

Comments
Loading...