- Advertisement -

ლევან სამუშია: წულუკიანი მოიქცა, როგორც პუტინის იუსტიციის მინისტრი

60

სამუშიას თქმით, ესეც სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს.
“დღეს სხვა რამეზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სისტემას ეხება ეს ყველაფერი. რუსი ჰაკერი გადასცეს რუსეთის ფედერაციას. წულუკიანმა პირდაპირ უსამართლო და შესაძლო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო. წულუკიანი დღეს მოიქცა, არა როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, არამედ ის მოიქცა, როგორც პუტინის იუსტიციის მინისტრი. ადამიანი არის დაზარალებულად ცნობილი ოფიციალურად სისხლის სამართლის საქმეში, ანუ პირველ რიგში არის ქვეყნის საჯარო ინტერესი და დღეს, ქვეყნის საჯარო ინტერესი, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს, წულუკიანმა რუსეთის და პუტინის საჯარო ინტერესებში გაცვალა”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი თქმით, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა.
ცნობისთვის, თბილისში დაკავებულმა რუსმა ჰაკერმა, იაროსლავ სუმბაევმა საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, მას ბრალად კიბერდანაშაული და რუსი გამომძიებლის, ევგენია შიშკინას მკვლელობის შეკვეთაში მონაწილეობა ედება.
The post ლევან სამუშია: წულუკიანი მოიქცა, როგორც პუტინის იუსტიციის მინისტრი appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...