- Advertisement -

ლევან სამუშია: ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩაბუქის საქმეზე სამარცხვინოა

505

"დღევანდელი შეტყობინება საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით, არის სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება",-ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან სამუშია აცხადებს. სამუშია ხელისუფლებას მოუწოდებს არ მოახდინოს ემრე ჩაბუქის ექსტრადაცია. 

"საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით ნელ-ნელა გვაშორებს ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, იმ ღირებულებებს, თუ რა ღირებულებისკენ ჩვენ მივისწრაფოდით და მივისწრაფით.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ მოახდინოს საბოლოოდ ექსტრადირება და არ ჩაიდინოს ეს სამარცვინო საქციელი, ვინაიდან ეს დააზარალებს საერთაშორისო დონეზე, ისედაც ჩვენს შელახულ იმიჯს",-აცხადებს სამუშია. 

Comments
Loading...