- Advertisement -

ლვოვში სააკაშვილი სასაზღვრო პროცედურებს გადის

345

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, ამ წუთებში, უკრაინის ქალაქ ლვოვში, ჟურნალისტებისა და მედიის თანდასწრებით სასაზღვრო პროცედურებს გადის.

"პირველი წუთებიდან, როცა ჩემ წინააღმდეგ იქნა მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას, ყოველდღიურად, მიმდინარეობდა ამ კანონის დარღვევა.

უკრაინის თითოეულ მესაზღვრესთან დიდი თხოვნა მაქვს, ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა ის ფაქტი, რომ გუშინ და გუშინ წინ სხვადასხვა საშუალებით, დამნაშავეებმა განახორციელეს პროპაგანდა, თითქოს და საზღვრის დარღვევის ფაქტზე, შეადარეს დონბასს", – აცხადებს სააკაშვილი.

Comments
Loading...