- Advertisement -

ლილუაშვილი: დეზინფორმაციაა, რომ სირიის პროცესებში ქართული დაჯგუფებები იღებენ მონაწილეობას

10

“დეზინფორმაციაა, რომ სირიის პროცესებში ქართული დაჯგუფებები იღებენ მონაწილეობას”. – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს.

გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, სირიაში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იყო, მათი უმეტესი ნაწილი დაიღუპა. უკან დაბრუნებული კონტინგენტიდან კი, პასუხისგებაში სამი მათგანი მიეცა.
„არანაირი ქართული ბატალიონები იქ მონაწილეობას არ იღებენ. ეს იყო ერთეული წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეებისა, რომელთა უმეტესი ნაწილი დაიღუპა, ყოველ შემთხვევაში უკან აღარ დაბრუნებულა ცნობილი მოვლენების შემდეგ, და 18-მდე მათგანი იმყოფება სპეციალურ ბანაკებში. შესაბამისად უკან დაბრუნებული კონტინგენტიდან ჩვენს მიერ გამოძიების ფარგლებში პასუხისგებაში სამი მათგანი მიეცა. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით რისკებს სრულიად ვაკონტროლებთ ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

Comments
Loading...