- Advertisement -

ლილუაშვილი: მუხთარლის საქმეზე გუნდში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არავინაა

395

"გასაგებია რომ ქართული სპეცსამსახურები მუხთარლის საქმეში არ მონაწილეობდნენ, თუმცა გამოსაძიებელია ვინ მონაწილეობდა და ჩვენი სპეცსამსახურების გვერდს ავლით, ჩვენს ტერიტორიაზე ვინ იყო?", – ამის შესახებ ჟურნალისტებთან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვლმა განაცხადა.

მისი თქმით, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი უმრავლესობაში არ არიან.

"საბოლოო ჯამში თუ კი დაკმაყოფილებული არ იქნება საზოგადოებრივი ინტერესი ამას ვერ ავცდებით, კომისიის შექმნის წინააღმდეგი გუნდში არავინ არის. უბრალოდ, აქ საუბარი იყო, რომ გამოძიებისთვის განკუთვნილი დრო რაც იყო მიგვეცა ეს დრო. არ გამოვრიცხავ რომ მხარი დავუჭიროთ კომისიის შექმნას", – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით "მუხთრლის საქმე"-ზე ჩატარებული საგამოძეიებო მოქმედებები დამაკმაყოფილებელი არ არის.

"არ არის დამაკმაყოფილებელი გამოძიების შედეგები"- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

Comments
Loading...