- Advertisement -

ლინკევიჩუსი: სააკაშვილს უფლებების დაცვის საშუალება უკრაინის სასამართლოში უნდა მიეცეს

407

 

ლიტვა მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის სასამართლოში, მოქალაქეობასთან დაკავშირებით საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა მისცეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა გააკეთა.

"სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საკუთარი უფლებები უკრაინის სასამართლოში დაიცვას", – აცხადებს ლინკევიჩუსი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, საერთაშორისო სამართლის ნორმების თვალსაზრისით, ძალზედ სენსიტიურ სიტუაციაში აღმოჩნდა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ლიტვა უკრაინას უჭერს მხარს, თუმცა ამავდროულად მოითხოვს, რომ ოპოზიციის უფლებები არ შეიზღუდოს.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ოპოზიციისთვის შესაბამისი პირობები იქნას შექმნილი", – აცხადებს ლინკევიჩუსი.

ცნობისთვის, მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-მა და პოლონეთმა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ აღიარა.

"ჩვეულებრივ გამოვემგზავრე ამერიკიდან, ჩემი მოქალაქეობის გაუქმებას არავინ აღაირებს. საპასპორტო კონტროლი ისევე გავიარე, როგორც ყოველთვის", – აღნიშნავს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ოფიციალური განცხადება უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა.

Comments
Loading...