- Advertisement -

“ლისი დეველოპმენტი” ხეებზე: მივმართავთ შსს-ს, დაადგინოს, განმეორდა თუ არა ვანდალური ფაქტი

607

კომპანია "ლისი დეველოპმენტი" დამწვარ ხეებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს განცხადებით ეხმიანება.

"კომპანია “ლისი დეველოპმენტისთვის” ცნობილი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ასახულია ლისის ტბის ტერიტორიაზე გადამწვარი ხეების რიგი. კომპანიამ არსებულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშრებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შედეგადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

კომპანიამ შეისწავლა მდგომარეობა და დადგინდა, რომ არსებული ვითარება გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრის შედეგად.

ამ ეტაპზე კომპანია ხელახლა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაადგინოს მას შემდეგ ხელახლა განმეორდა თუ არა ვანდალური ფაქტი. კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს ათასობით ხის ჩარგვას და მაქსიმალურად ხელს უწყობს ლისის ტბის ტერიტორიის გამწვანებას",-აღნიშნულია განცხადებაში. 

Comments
Loading...