- Advertisement -

ლიტვის უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

697

ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ქართული ენის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში ქართველი განმანათლებლის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელობის აუდიტორიის გახსნა გადაწყდა, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროდან უწყებიან. 

ქართული ენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გაიმართა პრეზენტაცია ქართული ენისა და ისტორიის შესახებდამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპებს, მის უნიკალურობასა და მნიშვნელობას მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისათვის.

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში სამი ფოტოგამოფენა გაიხსნა – „ქართული ანბანი“, „ვეფხისტყაოსნის კალიგრაფია“ (კალიგრაფ ფიქრია ჭაბუკიანის ნამუშევრები) და "საქართველო-ლიტვის ისტორიული ურთიერთობები“.
სტუმრების წინაშე წარსდგნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენისა და კულტურის კურსების ლიტველი სტუდენტები, საქართველოს საელჩოში მოქმედი ქართული ენის საკვირაო სკოლის მოსწავლეები, ლიტვაში ქართული სათვისტომო „კახეთი“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ქართველი სტუდენტები, ვილნიუსის ბალის დვარიონასის სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლეები და ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები. შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ქართული ფოლკლორული და ლიტვური სიმღერები.

Comments
Loading...