- Advertisement -

მათიკაშვილი სუმბაევის ექსტრადიციაზე: დამნაშავეებისთვის საქართველო კომფორტის ზონა ვერ იქნება

14

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, კონკრეტულად ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. საქართველო კომფორტის ზონა დამნაშავეებისთვის ცხადია ვერ იქნება. თუკი არსებობს რაიმე რისკი, რომელიმე ქვეყანაში, სადაც ექსტრადირება ხორციელდება, ეს პირველ რიგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი ევროპული სასამართლო ექსტრადირების შეჩერების მექანიზმს იყენებს, ასეთი რამე ცხადია არ მომხდარა. შესაბამისად, საქართველო თავისი სამართლებრივი პოლიტიკის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, დგამს ქმედით ნაბიჯებს იმისტის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, დაიცვას ის წესრიგი, რომელიც სახელმწიფოში არსებობს’,- განაცხადა დავით მათიკაშილმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი თქმით, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა.
ცნობისთვის, თბილისში დაკავებულმა რუსმა ჰაკერმა, იაროსლავ სუმბაევმა საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, მას ბრალად კიბერდანაშაული და რუსი გამომძიებლის, ევგენია შიშკინას მკვლელობის შეკვეთაში მონაწილეობა ედება.
The post მათიკაშვილი სუმბაევის ექსტრადიციაზე: დამნაშავეებისთვის საქართველო კომფორტის ზონა ვერ იქნება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...