- Advertisement -

მაია ცქიტიშვილი: საქართველოს გაცილებით მეტი შეუძლია შესთავაზოს თავის პარტნიორებს

8

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელობას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნაში გაცილებით უფრო სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას და დაკავშირებას. მან ასევე აღნიშნა რკინიგზის მოდერნიზაციის მნიშვნელობა და ინვესტიციები ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც ასევე იგულისხმება შავი ზღვა, არსებული პორტების მოდერნიზაცია- გაფართოებით და ღრმაწყლოვანი პორტის აშენებით ანაკლიაში.
,,ეს ინფრასტრუქტურული პროექტები საშუალებას მისცემს ქვეყანას უკეთესად მოემსახუროს აბრეშუმის გზის საჭიროებებს. ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთკავშირებზე, პრიორიტეტზე. ეს არ გახლავთ მხოლოდ ინფრასტრუქტურა, ეს გულისხმობს უფრო ლიბერალურ ეკონომიკას, უფრო მეტ კავშირს ქვეყნებს შორის, მეტ კონტაქტს რეგიონებთან. ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ უკეთეს ინტეგრაციაში და შეგვიძლია ყველა ბარიერი მოვიშოროთ, რომელიც შეიძლება ქვეყანას გააჩნდეს უფრო მჭიდრო კავშირების მშენებლობაში. ვფიქრობ, ამ ორი დღის განმავლობაში გაცილებით მეტს მოვისმენთ იმასთან დაკავშირებით თუ რა შეუძლია შესთავაზოს ჩვენმა ქვეყანამ თითოეულ თქვენგანს და გავუზიარებთ ერთმანეთს ცოდნასა და ინფორმაციას“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
The post მაია ცქიტიშვილი: საქართველოს გაცილებით მეტი შეუძლია შესთავაზოს თავის პარტნიორებს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...