- Advertisement -

მაია ცქიტიშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ შიხინ ჩენთან სამუშაო შეხვედრა გამართა

19

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები, ისაუბრეს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობაზე, სამუშაოების მიმდინარეობის დინამიკასა და ახალი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე.
22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს,, მასპინძლობს, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
The post მაია ცქიტიშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ შიხინ ჩენთან სამუშაო შეხვედრა გამართა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...