- Advertisement -

მაია ცქიტიშვილმა და იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ორი ქვეყანას სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს

8

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობი. საქართველოს ვიცე-პრემიერი მიესალმა იტალიის მთავრობის წევრების მონაწილეობას “აბრეშუმის გზის ფორუმში” და ხაზი გაუსვა საქართველოში იტალიური კომპანიების საქმიანობის მნიშვნელობას.
22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს" მასპინძლობს, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსგანიხილავენ, აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება.
The post მაია ცქიტიშვილმა და იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ორი ქვეყანას სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...