- Advertisement -

მაკო გომური: ჩემი ვალი იყო მოვსულიყავი და ახლა მე დავდგომოდი გვერდით მათ, ვინც 5 თვე გვერდში გვერდში მედგა

77

“ჩემი მოქალაქეობრივი ვალი იყო მოვსულიყავი აქ და გამომეხატა ჩემი მოქალაქეობრივი ვალი. დავდგომოდი გვერდით იმ ადამიანებს, ვინც მთელი 5 თვის განმავლობაში მე მედგნენ გვერდით.
სამთვიანი ბრძოლის შედეგად, როდესაც სახელმწიფომ სამი მოთხოვნიდან მოგვცა პირობა, რომ ერთი შესრულდებოდა, ეს იყო პროპორციული არჩევნები და დღეს დგას საშიშროება, რომ ეს შეიძლება ჩავარდეს, რაც შეურაცხყოფაა ხალხის და მათი რეპუტაციის, რადგან ეს პირობაც, რომ არ შესრულდეს, მაშინ საერთოდ რა აზრი ჰქონდა მათ ასეთ დაპირებას თუ საერთოდ არ შეასრულებდნენ.
ვფიქრობ, რომ თუ ეს ერთადერთი პირობაც არ შესრულდება, ისევ დაიწყება აქციები და მათთვის უკეთესი იქნება დათანხმდენენ და აუცილებლად მიიყვანონ ბოლომდე”, – განაცხადა მაკო გომურმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. თუმცა, რამდენიმე დეპუტატმა ღიად გამოხატა პოზიცია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
The post მაკო გომური: ჩემი ვალი იყო მოვსულიყავი და ახლა მე დავდგომოდი გვერდით მათ, ვინც 5 თვე გვერდში გვერდში მედგა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...