- Advertisement -

მამა ანდრია: ვნახეთ, რომ დეკანოზს განაჩენი შორენას ბანდასთან ერთად გამოუტანეს

444

მამა ანდრია (სარია) ამბროსი აღმსარებლის მონასტრის წინამძღვარი "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებს, რომ მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი არ იყო. მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძისთვის პატიმრობის შეფარდება უსამართლოა.

"მოსამართლე დამოუკიდებელ განცხადებას ვერ იღებდა, ეს ყველა საქმიდან ჩანდა. ყველა პირს უნდა ეხილა, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, მაგრამ ამ მომენტში და ამ წუთში, ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ერთობლივი პროექტი საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან ერთად, შორენას ბანდასთან ერთად, რაც გადაწყვიტეს, ამას უბრალოდ რეზოლუცია დაადეს, განაჩენი ფაქტობრივად გამოუტანეს.

ჩვენ ვამბობთ, რომ არა თუ 9 წელი, ერთი დღეც კი იქნებოდა უსამართლო. სახელმწიფო ადამინისტრაციას საპატრიარქოში, იმ იერარქებს, რომლებიც გამოიკვეთნენ დაინტერესბეულ პირებად, საზოგადოება არ აპატიებს ამ უსამართლობას. მით უმეტეს, ვითომ ეკლესიის საფარის ქვეშ", – განაცხადა მამა ანდრიამ.

Comments
Loading...