- Advertisement -

მამუკა ახვლედიანი: ჩემი ინფორმაციით, მალე თბილისის მერის ერთ-ერთ მოადგილეს დააკავებენ

510

"ჩემი ინფორმაციით, მალე, თბილისის მერის ერთ-ერთ მოადგილეს დააკავებენ", -ამის შესახებ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თბილისის საკრებულოს წევრმა მამუკა ახვლედიანმა "პრიორიტეტის" ეთერში განაცხადა.

ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ოთარ აბესაძის დაკავება კალაძის პიარკამპანიის ნაწილია და აბესაძე განტევების ვაცად იქცა.

"მე ვფიქრობ, რომ ბატონი ოთარ აბესაძე იქცა ამ მომენტში განტევების ვაცად. უდნა გამოევლინათ ერთ პიროვნება, რომელზეც გადატეხავდნენ ჯოხს. თუმცა, ჩემი ინფორმაციით და არა დადასტურებულით, ასე სახელს და გვარს ნამდვილად ვერ დაგისახლებთ, თუმცაღა ვიცი, ძალიან მოკლე პერიოდში იქნება კიდევ ერთი ასეთი სკანდალური თემა თბილისის მერიაში. მეტსაც ვიტყვი, თბილისის მერის მოადგილეზე იქნება საუბარი, როდესაც ასეთი დაკავება და ასეთი თემა წარმოიშვება მერიაში.

ვფიქრობ, რომ ბატონი კალაძე სწორედ ამ თემით მოვა, ასეთი წარმოებული პიარკამპანიით, რომ თითქოსდა უარს იტყვის ძველ თბილისის მერიაზე, ნარმანიას მერიაზე. სამწუხაროდ, შედეგად მივიღებთ პიარკამპანიით დაკავებულ თბილისის მერიის ჩინოვნიკს. ვერ დაგისახელებთ ვერც გვარს და ვერც სახელს, მაგრამ ჩემი პირადი ინფორმაციით, ეს ძალიან მოკლე ხანში მოხდება და იქნება თბილისის მერის ერთ-ერთ მოადგილე,"-განაცხად მამუკა ახვლედიანმა "იბერიას" ეთერში.

Comments
Loading...