- Advertisement -

მამუკა ბახტაძე: მთავარი ორიენტირი იქნება, ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა

435

''ჩვენი მთავარი ორიენტირი იქნება, ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა'', – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახატძემ ჟრნალისტებს განუცხადა.
მან პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილნს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

''ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან წარმატებული უწყების ხელმძღვანელობა მომიწევს. ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი საინტერესო და წარმატებული რეფორმა და პროექტი გაატარა. ძირითადი პარამეტრები, როგორც ბიუჯეტის , ასევე მომავალი ხარჯები შეთანხმებულია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ჩვენ ამ პოზიტიურ გეზს აუცილებლად გავაგრძელებთ'', – აღნიშნა მამუკა ბახატძემ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დღეს დანიშნა.

Comments
Loading...