- Advertisement -

მამუკა ბახტაძე: “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” ყველა ჯალათი მოხვდება

174

პრემიერმინისტრის მამუკაბახტაძის განმარტებით, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება. 

"ჩვენ გავაკეთეთ სია, მასში არის 33 ადამიანი. პირველ რიგში მინდა, გითხრათ, რომ 33-ვე ადამიანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებში საქართვეელოს მოქალაქეების წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არის სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც თქვენ დაასახელეთ და რომელსაც რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი ორგანოების დასკვნები და სამართალდამცავი ორგანოები ინტენსიურად მუშაობენ ამ თემაზე, არა მხოლოდ უშუალო შემსრულებლები, არამედ ისადამიანები, რომლბმაც მათ ხელი დააფარეს, ისინიც მოხვდებიან ამ სიაში. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Comments
Loading...