- Advertisement -

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა საქართველოში არის რისკი და სჭირდება პრინციპული გადაწყვეტა

303

მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ეროვნული ბანკის რეგულაციებს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

როგორც მან აღნიშნა, ესაა პირველი ნაბიჯი და უახლოესი პერიოდის განმავლობაში მოხდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ შევქმნათ ახალი სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს.


„ვფიქრობ, რომ ის ინიციატივები და ის აქცენტები, რომელიც გაკეთდება ახალ რეგულაციაში, ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და მეორე მხრივ, ახალი სამართლიანი თამაშის წესების შექმნას. აქ პირველ რიგში უნდა, აღვნიშნოთ ჭარბვალიანობის პრობლემა, რომელსაც ეს რეგულაცია პირდაპირ უკავშირდება. აქაც ბევრმა ჩვენმა ოპონენტმა ორაზროვანი კომენტარები გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჭარნვალიანობის პრობლემა საქართველოში არ დგას და რომ ეს არ არის მაკროეკონომიკური პრობლემა. ჭარბვალოანობა საქართველოში წარმოადგენს პრობლემას, ის არის რისკი და მის მოსაგვარებლად გადასადგმელია პრინციპული ნაბიჯები, ისეთი ნაბიჯები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა და უახლოეს პერიოდში დამატებით ამ კუთხით გადადგმული იქნება სხვა პრინციპული ნაბიჯები,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ

Comments
Loading...